ადამიანის უგულობით დაჩაგრული ცუგო ეძებს პატრონს!!!
რამოდენიმე დღის წინ ასეთ ფაქტს შევესწარი: ღიპიანი ბიძია (ღიპი არ უჩანდა, მაგრამ ვგონებ დიდი და მაძღარი ღიპი ჰქონდა, რომლითაც ალბათ ამაყობს კიდეც) თვითკმაყოფილი სახით მოაქროლებდა საკუთარ მერსედესს თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის ქუჩაზე. რა გასაკვირია, რომ პატარა და დიდყურა (თან უპატრონო) ცუგო, რომელიც ამ დროს ქუჩაზე გადასვლას ლამობდა, ვერ შეამჩნია ღიპიანმა ბიძიამ... ან შეიძლება შეამჩნია, მაგრამ საჭის ოდნავ შეტრიალებით ან მუხრუჭზე ფეხის დაჭერით თავი დიდად არ შეიწუხა და ჩვენს პატარა ცუგოს, რომელსაც ქუჩის მეორე მხარეს ძვალი ეგულებოდა, დიდი განსაცდელი დაატეხა თავს... დიდმა შავმა მერსედესმა საწყალი ცუგო ბორბლების ქვეშ მოაქცია და გულისგამგმირავი კივილის ხმაც გაისმა... ცუგოს განწირულმა კივილმა რამოდენიმე ქუჩაში გამვლელი საკმაოდ შეაცბუნა, მაგრამ უმრავლესობას ზედაც არ შეუხედავს.... მერსედესის ღიპიან მძღოლს კი რატომღაც ღიმილმა გადაურბინა სახეზე და კვლავ თვითკმაყოფილი სახით განაგრძო გზა, არც კი შეუნელებია, თითქოს არაფერი მომხდარაო.
საბედნიეროდ ცუგო გადარჩა... შეშინებული, ოდნავ დაკოჭლებული, მაგრამ ამგვარ მობყრობას თითქოსდა უკვე მიჩვეული ცუგო საცოდავად წამოდგა ფეხზე და ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას შეეცადა... საბედნიეროდ აღმოჩნდა ერთი გულისხმიერი ადამიანი, რომელმაც მანქანა გააჩერა და საწყალი ცუგო ხელში აიყვანა.. ისიც დანებდა, თითქოსდა იგრძნოო სითბო ადამიანის მხრიდან... გაყუჩდა და შეშინებული, მაგრამ იმედიანი თვალებით შესქეროდა თავის მხსნელს...
ამჟამად ცუგო იმყოფება ამ გულისხმიერ ადამიანთან... სამწუხაროდ მას ვერ იტოვებენ, ვინაიდან სხვა შინაური ცხოველებიც ჰყავთ და საცხოვრებელი (და არამხოლოდ) პირობები სამწუხაროდ არ უწყობთ ხელს რამოდენიმე შინაური ცხოველის შესანახად.
იმედი გვაქვს გულისხმიერი ადამიანები გამოგვეხმაურებიან და იზრუნებენ ამ პატარა და მართლაც უბედურ არსებაზე.
გამოგვეხმაურეთ: 891 91 91 40 ან 879 11 12 21
სურათი ნამდვილად ცუგოსია... გადაღებულია 2010 წლის 28 აგვისტოს. ცუგო როგორც ჩანს ჯიშიანია, მგონი თოი-ტერიერი... ძალიან ალერსიანი და კეთილია.
ამჟამად ტკივა ორი უკანა ფეხი, მაგრამ როგორც რენტგენმა აჩვენა მოტეხილი არ აქვს და უბრალოდ დაჟეჟილობაა... 29 აგვისტოს კიდევ ერთხელ გაესინჯება ვეტერინარს.
ძალიან მომწონს ეს ჯიში. ადგილი მქონდეს და 5 ცხოველი არ მყავდეს დიდი სიამოვნებით. ფიზიკურად ადგილი არ მაქვს. ვინმემ იქნებ თვალი გაახილოთ და ადამიანობა გამოიჩინოთ? ძალიან ოჯახის მოყვარული ჯიშია.თუ მერსედესის მძღოლის ვინაობას ან მანქანის ნომერს მომცემთ მე მივხედავ. კისერს მოვუნგრევ და ფეხებს დავატეხ რომ არასოდეს გაიაროს მანქანით არსად!
ReplyDeleteamjamad es tsugo imkopeba sopel kvariatshi da ishushebs dabejil gverdebs da datexil fexebs ;(
ReplyDeletearavis gnebavt monaxuleba ?
Rollos madloba tanagrdznobistvis !;)
sacodavi dzagli,ikneb dado suratebi tavshesafrebis gverdebze facebookshi da gamochdeba vinme gulishmieri adamiani da mihedavs,samcuharod me ver avikvan katebi mkavs.
ReplyDeletegisurveb carmatebebs
zuzi dabrunda tbilisshi da isev ganagrdzobs patronis dziebas !
ReplyDelete